სასიყვარულო პოეზია
REKLAM BANNER
მთავარი » მასალის არქივი
ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე დღეს, ლაგუნა-ვერეს ტერიტორიაზე ვეფხვის მიედ ერთი ადამიანის დაგლეჟვის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯანელიძეს და გომელაურს ეკუთვნის. ,,ამჟამად უკვე ლიკვიდირებულმა თეთრმა ვეფხვმა დღეს ლაგუნა-ვერეს ტერიტორიის დასასუფთავებლად მისული მამაკაცი მოკლა. ვინაა პასუხისმგებელი? ვფიქრობ, პასუხის მოძებნა ადვილია. კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ ცხოველები ქალაქში აღარ არიან, დღეს ზოოპარკის ადმინისტრაციას ადებს ხელს და ამბობს, ჩვენ მათს ინფორმაციას ვეყრდნობოდითო. არადა, ზოოპარკის ადმინისტრაცია გუშინ გარკვევით ამბობდა, ერთ ვეფხვს, ერთ დათვს და ერთ ზოლიან აფთარს ვეძებთო: http://www.tabula.ge/…/97344-zooparkis-administracia-gushin…

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 268 | ავტორი: cosa-naff | Comments (0)

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი კახი კალაძე სოციალურ ქსელში ლაგუნა ვერესთან დატრიალებულ ტრაგედიას და ზიოოპარკის დირექტორის მხრიდან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ეხმაურება: "ვიმყოფები სამეგრელოში და ვგებულობ დილას დატრიალებული ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა აიღო ზოოპარკის დირექტორმა თავის თავზე. ვხედავ ხალხის აღშფოთებას და კვლავაც ვიმეორებ - უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს როგორ მოხდა ეს ტრაგედია. უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს!

ნანახია: 223 | ავტორი: cosa-naff | Comments (0)

ერთხელ კატალონიური “ბარსელონას” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ცოცხალმა ლეგენდამ, ლიონელ მესიმ თავისით უშუალო კონკურენტის, კრიშტიანუ რონალდუს შვილზე თქვა: “თუ უმცროსი კრიშტიანუ ფეხბურთლი გახდება, ის ისეთივე დიდებული იქნება, როგორც მამამისია”, - ლეო მესი.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 360 | ავტორი: cosa-naff | Comments (0)

პარლამენტის დეპუტატი ზოოპარკის დირექტორს აკრიტიკებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე თამაზაშვილი ლაგუნა ვერესთან მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ზოოპარკის დირექტორის პასუხისმგებლობაზე საუბრობს: "საშინელებაა!!! მოატყუო შენი მოქალაქეები, გაწირო ადამიანები იმის გამო, რომ ცხოველი არ მოეკლათ- ეს ავადმყოფობაა უკვე!!! ცხოველების სიყვარულმა ცხოველად არ უნდა გაქციოთ!!"-წერს თამაზაშვილი

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 256 | ავტორი: cosa-naff | Comments (0)

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი შეიარაღებაში 40 ახალი კონტინენტთაშორისი ბირთვული რაკეტის მიღებას აპირებს. ამის შესახებ პუტინმა სამხედრო-ტექნიკური ფორუმის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალ რაკეტებს შესაძლებლობა ექნებათ, ნებისმიერი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა გაარღვიონ. დღეს, ფინელ კოლეგასთან შეხვედრისას პუტინმა შეშფოთება გამოთქვა აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული შეიარაღების განლაგების გეგმების გამო და აღნიშნა, რომ რუსეთი თავის შეიარაღებას იმ ტერიტორიებს დაუმიზნებს, საიდანაც საფრთხე დაემუქრება.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 238 | ავტორი: cosa-naff | Comments (0)

კიდევ ერთი მოქალაქის ზარი, რომელიც ასევე ეხება გარეულ ცხოველს, ასევე ეხება გარეულ ცხოველს. ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ში დარეკა ერთ-ერთმა მოქალაქემ, ნუცუბიძის ქუჩაზე მცხოვრებმა, რომელმაც ასევე განაცხად, რომ გუშინ გვიან ღამით მისმა ოჯახის წევრმა დაინახა გარეული ცხოველი, რომელიც სავარაუდოდ იყო აფთარი, თუმცა ის ასევე უკმაყოფილოა რეაგირებით, რომელიც მის განცხადებას მოყვა...

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 241 | ავტორი: cosa-naff | Comments (0)

« 1 2 3 4 5 ... 101 102 »