სასიყვარულო პოეზია
REKLAM BANNER
მთავარი » 2012 » იანვარი » 29 » ასე გგონია?
11:52 PM
ასე გგონია?
ასე გგონია ვეღარ დავწერ დღეიდან ლექსებს?
ასე გგონია ერთადერთი შენა ხარ მუზა?
ლექსთა სამყაროს მარადიულ შენ ადგენ წესებს
მღვრიე აზრებში როცა ისურვებ ჩაუშვებ ღუზას?
შენ ჩემს სიტყვებში ალბათ ისეთს ვერაფერს ხედავ,
ეგ მკაცრი გული მცირე გრძნობით მაინც აგევსოს
ვიცი ცინიზმით, ალბათ ხშირად თქმასაც გაბედავ:
"ცოტა აკლია, რასაც უნდა  იმას დაწერსო,
არავინა ყავს განმკითხავი , არვინ სთხოვს პასუხს,
რეალობაში ვერ პოულობს გიჟი იმედებს
აურევია, ვერ არჩევსო აწმყოს და წარსულს ,
მბჯუტავ სინათლეს ჩაბნელებულ ლექსებში ეძებს.”
მაგრამ გახსოვდეს მბორგავ ტალღებს შენ ვერ ჩაახშობ,
თუნდაც შეასკდეს გრძნობის გემი კლდოვან ნაპირებს
თუნდაც მორევმა ჩამითრიოს , თუნდაც დამახრჩოს
დამარცხებულიც ავასრულებ ჩემს დანაპირებს.

სტოპა ჩილინგარაშვილი nbsp;
მამამ ცუდ დროს შეუსწრო შვილს (VIDEO)
loading...
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 348 | დაამატა: hit | ტეგები: ასე გგონია? | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]