სასიყვარულო პოეზია
REKLAM BANNER
მთავარი » 2012 » იანვარი » 22 » ჩვენამდე გადაწყდა
5:00 AM
ჩვენამდე გადაწყდა
ეს ყველაფერი ჩვენამდე გადაწყდა,
მაღლა უფალმა,უკვე იცოდა,
მან მოგვისაჯა ჩვენ ერთად ყოფნა
და მან გვისურვა ბედნიერება.

მე არ ვიცოდი,არც შენ იცოდი
რომ ასე მალე მიმიზიდავდი,
იყო შეხვედრა და წამიერი გატაცებანი
ჩვენს ცხოვრებაში...

დრომ ყველა მოკლა,ფერფლად აქცია
დატოვა მხოლოდ ჩვები გრძნობები,
სამარადისოდ, მე შეგითვისე
გაგხადე ჩემი ცხოვრების არსი..

ცხოვრება დავგმე,წინ გავიხედე
წარსული უკან ჩამოვიტოვე,
მომავლის კართან,მხოლოდ შენ გხედავ
მომღიმარ სახით,დიდი ტუჩებით..

ახლა,არ ვიცი,ჩვენ რას გვიმზადებს
რა ბედს გვიწერავს ეს მომავალი...

მაგრამ მე მჯერა გულის სიღრმეში,
ჩემი ცხოვრება შენი გახდება,
ჩვენი ცხოვრება ჩვენი გახდება,
და ჩვენი გრძნობა,რომ გამეფდება. nbsp;
მამამ ცუდ დროს შეუსწრო შვილს (VIDEO)
loading...
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 228 | დაამატა: hit | ტეგები: უკვე იცოდა, მაღლა უფალმა, ეს ყველაფერი ჩვენამდე გადაწყდა, ჩვენამდე გადაწყდა, მან მოგვისაჯა ჩვენ ერთად ყოფნა და მ, არ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]