სასიყვარულო პოეზია
REKLAM BANNER
მთავარი » 2012 » იანვარი » 22 » დაბადება....
5:04 AM
დაბადება....
აი დაიწყო ჩემი სიცოცხლე,
მაგრამ არავინ იცის ამაზე,
დედიკო! დიდხანს..დიდხანს იცოცხლე,
უკვე ვოცნებობ შენთან თამაშზე..

ისიც ვიცი რომ მე გოგონა ვარ,
მეც მაქვს თითები,მეცა მაქვს თმები,
ვიცი ჯერ ციცქნა,სულ პატარა ვარ,
ჩემი დედიკოს სითბოთი ვთბები..

აი ვიგრძენი ჩემი გულის ხმა,
სულ ცოტახანში მე შევძლებ სიცილს,
მეცოდინება მეც ლექსების თქმა
და სიხარულით დავიწყებ ტიტინს..

დღეს დედიკომაც გაიგო ჩემზე,
ავამოძრავე უკვე ხელები
რომ გავიზრდები მას ლამაზ თმებზე
ნაზად და თბილად მოვეფერები..

ბედნიერია ალბათ მამიკოც,
ფიქრობს სახელი რა შემირჩიოს,
ჯანმრთელი თუ ვარ ცდილობს გაიგოს,
ღელავს და ცდილობს არ შეიმჩნიოს..

უკვე თვალების ვიცი გახელა,
სულ ცოტა ხანში მზის შუქსაც ვნახავ,
ნეტა რა გრძნობა დამებადება
ლამაზ ყვავილებს რომ დავინახავ..

ნეტა თუ ესმით ეს გულის ძგერა,
უკვე ორივეს ვუყვარვარ ნეტა?
როცა ვისწავლი წარმოვთქვა ბგერა,
პირველი სიტყვა იქნება "დედა” ..

nbsp;
მამამ ცუდ დროს შეუსწრო შვილს (VIDEO)
loading...
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 152 | დაამატა: hit | ტეგები: მაგრამ არავინ იცის ამაზე, დედიკო! დიდხანს..დიდხანს იცოცხლე, დაბადება.....აი დაიწყო ჩემი სიცოცხლ, უკვე ვოცნებობ შენთან თამაშზე.. ისიც | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]