სასიყვარულო პოეზია
REKLAM BANNER
მთავარი » 2012 » იანვარი » 22 » ღამეს უღალატეს ძველმა ვარსკვლავებმა
5:00 AM
ღამეს უღალატეს ძველმა ვარსკვლავებმა
როგორ გამიჭირდა ზამთრის გაცილება
ხვალ კი ჭირვეული დღე მაქვს ასატანი,
ტირილს მოყვებიან მორცხვი ტირიფები
ფერთა პალიტრები თვალებს გავაცანი.

ღამეს უღალატეს ძველმა ვარსკვლავებმა
ღმერთო მერამდენე დღე მაქვს დასათვლელი,
ალბათ უშენობა უფრო ლამაზია
ვხვდები ბილიკები დამრჩა გასათელი.

ქარსაც აღარ უნდა ჩემთან საუბარი
გზა-გზა დაწანწალებს გრძნობა მთვარეული,
გულში მონატრების ზღვარზე გადავედი
ასე უთავბოლოდ ვრჩები არეული.

სიზმრებს გაყვებიან ცივი აჩრდილები,
დამსკდარ ვენებიდან ფეთქავს გაზაფხული
და თუ ეს წარსული ისევ განმეორდა
მაშინ მომავლისთვის რა მაქვს განზრახული.

ბებერ როიალზე ჰანგიც გადახუნდა
იქნებ მივაღწიო ხვალე მაისამდე,
სითბოს მაჩუქებენ ნაზი გვირილები
სანამ მარტოობას მხრებზე დავისვამდე.

როგორ გამიჭირდა ზამთრის გაცილება
ხვალ კი ჭირვეული დღე მაქვს ასატანი,
ტირილს მოყვებიან მორცხვი ტირიფები
ფერთა პალიტრები თვალებს გავაცანი. nbsp;
მამამ ცუდ დროს შეუსწრო შვილს (VIDEO)
loading...
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 268 | დაამატა: hit | ტეგები: ღამეს უღალატეს ძველმა ვარსკვლავებმა, ტირილს მოყვებიან მორცხვი ტირიფები ფ, როგორ გამიჭირდა ზამთრის გაცილება ხვ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]