სასიყვარულო პოეზია
REKLAM BANNER
მთავარი » 2012 » იანვარი » 22 » იყო!
5:20 AM
იყო!
იყო სურვილი
გრძნობა კი არა,
იყო ტყუილი,
იყო მიყვარხარ.
იყო ცრემლები,
სიცილი იყო
და ყველაფერი
ხანმოკლე იყო.
თითქოს არც იყო,
იყო კი, არა,
ცხოვრებამ ისე
დაგვატრიალა,
აღარც კი მახსოვს,
სიმართლე იყო?
ან როდის იყო,
იყო? არ იყო?
იქნებ საერთოდ
არც კი ყოფილა,
იქნებ სურვილი
დაკმაყოფილდა,
ან ბედისწერის
ხარვეზი იყო
ის, რაც ოდესღაც
ჩვენს შორის იყო.
იქნებ ნიშანი
სიმართლე იყო,
იქნებ საერთოდ
არ წასულიყო?
ან ვინც მეგონა,
ის, სულ არ იყო
და ბედისწერის
გზებიც გაიყო. nbsp;
მამამ ცუდ დროს შეუსწრო შვილს (VIDEO)
loading...
ნანახია: 206 | დაამატა: hit | ტეგები: იყო ტყუილი, სიცილი იყო და ყველაფერი ხანმოკლე იყ, არა, იყო კი, იყო მიყვარხარ. იყო ცრემლები, იყო! იყო სურვილი გრძნობა კი არა, ცხოვრებამ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]