სასიყვარულო პოეზია
REKLAM BANNER
მთავარი » 2012 » იანვარი » 22 » მე რომ შემეძლოს
5:16 AM
მე რომ შემეძლოს
მე რომ შემეძლოს,
ჩემს დაძარღვულ სხეულს შენი ცრემლით დავნამავდი
და შემდეგ შენივე ხელებით გავაუთოვებდი.
მე რომ შემეძლოს,
ჩემს გონებას ჩავუკეტავდი ყველა აზრს
და მხოლოდ შენზე ფიქრებს დავტოვებდი.
სამყაროში ჩავრაზავდი ყველა კარს,
დაწყებული უშორესიდან და მოყოლებული თანდათანობით ჩემსკენ,
რომ საბოლოოდ შენი ერთადერთი ბინა
გახდეს ჩემი სხეული.
მე შენეული ყველაფერი მინდა…
ჩემთვის გამორჩეული,
რომ მაგ თვალების ერთართი კადრი მე ვიყო,
რომ მაგ სხეულის ყველა ნაკვთი ჩემსკენ იწევდეს
და მონატრებისგან ატირებულები
დილის მინდორივით იცვარებოდნენ.
მე შენეული ყველაფერი მინდა… nbsp;
მამამ ცუდ დროს შეუსწრო შვილს (VIDEO)
loading...
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 219 | დაამატა: hit | ტეგები: მე რომ შემეძლოს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]