სასიყვარულო პოეზია
REKLAM BANNER
მთავარი » სასიყვარულო, ლექსები
არ გაგიკვირდეს ამდენი წერა
მე ლექსით გეტყვი, იქნებ შენ მიხვდე
მაგ თვალებამდე ძლივს ვაღწევ მზერას,
რა დავინახო მე თვალებს იქეთ?..

შენი ღიმილი აქეზებს გრძნობას
შენ კი მაგ გრძნობის შხამით მიწამლე,
გიჟურ ოცნებას არ უყვარს ბრძნობა,
გაგიჟებული მაგ შხამსაც დავლევ.

ოღონდ კი ვნახო ისევ თვალები,
რომლითაც გული უზომოდ დათვრა.
არ მენანება ზოგჯერ არც წლები
ზოგჯერ წამებსაც დავუწყბ დათვლას.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 258 | ავტორი: hit | Comments (0)

თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს…
მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში
და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს.
ახლაც კალამი არ მიჭირავს, თქვენ გეჩვენებათ!..
უბრალოდ ვფიქრობ და მელანი მღალატობს კვლავაც,
მოფარებული, სანთლის შუქზე რომ შემეჩვევა
ჩემს ყველა სიტყვას ჩუმად უხსნის სანთლების ლავას.
დავალ…
ოთახი დაჭრიალებს, ვერ იტევს სხეულს,
ჩემს გადახუნძლულ ნაფაზებში ეწვის ფანჯრები,
ეწვის მაგიდა სანთლის წვეთებზე შემოხვეულს,
ეულს ვერ მიძლებს რითმიანი სიტყვების რეწვით.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 230 | ავტორი: hit | Comments (1)

ჩემი სხეული გავს ნასულდგმულარს,
ვჭკნები უშენოდ…
ქარებს ლაღობა აღარ ეტყობათ,
ჰქრიან უვნებოდ…
ალბათ ცას მიწვდა ჩემი ძახილი,ჩუმი გოდება…
სიკვდილსა ვნატრობ–დაე მიწიონ ჩემმა ცოდვებმა…
წვიმა მოდის და მე არ მასველებს–ცრემლს ემონება.
…………………………………………………………………..
ნუთუ არ ესმის, ნუთუ ვერ ხედავს?–არ შემიძლია ყოფნა უშენოდ,
ღმერთის სიყვარულს ნუღარ მომკითხავთ,
ალბათ ღმერთია თვითონ უღმერთოდ.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 254 | ავტორი: hit | Comments (0)

რა ლამაზი ხარ ქალაუ,
ნეტავ შენს მკერდზე მაძინა,
ჩამაფლო დიდვან მკერდში და
არასდროს გამომაღვიძა.
დაგიკოცნიდი თვალ-ბაგეს,
ნელნელა ჩამოვყვებოდი,
ჭიპამდე რომ მივიდოდი,
ვნებით სულ ჩამოდნებოდი.
შენი სურნელით გაპოხილს,
სუნთქვაც კი შემეკვრებოდა,
დილამდე რომ მივიდოდით,
ისევ განმეორდებოდა.’

ვერონიკა სალაღაია

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 268 | ავტორი: hit | Comments (0)

წასაკითხად შედით სრულიადში 3 ცხელი ლექსი გელოდებათ

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 233 | ავტორი: hit | Comments (0)

როდესმე ნეტა მოგნატრებივარი
როდესმე მაინც თუ გყვარებივარი
ნუთუ ეს გრძნობა სულ იყო ფარსი?
არა! სიყვარულს არ ადევს ფასი!
როდესმე ის დრო გაგხსენებიაი
ჩემსავით ვინმე მოგფერებიაი
ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი სიტყვები,
თუ გაუნდვია თავის ფიქრებიი
როდესმე ნეტა მოგენატრებიი
როდესმე ნეტა მოგეფერებიი
ღამე მაინც თუ გაგითევიაი
ვინმეზე ფიქრში დაგთენებიაი
თვალიდან ცრემლი თუ წამოგსვლია,
ცრემლებში სევდა თუ გინახიაი
ეს მონატრება შენ განგიცდიაი
ან უიმედოდ თუ დაგიცდიაი
მაშინ გაიგებ რაც გამიგია
და ამ გრძნობებით რაც განმიცდია.......
მოვა დრო... ღამე მოგენატრები,
ქუჩაში დღისით მოგელანდები,
შენც მოგაწვება გულზე დარდები
და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები.
ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე,
არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე....
მოვა საღამო და მოვა ღამე,
შენც ნახავ სევდით გავსებულ მთვარეს,
იმ მთვარის შუქზე დახუჭავ თვალებს
და მოიგონებ სანატრელ წამებს,
სანატრელ წამებს შეამკობ დარდით,
და ატირდება ეგ გულიც ნატვრით,
ნატვრით გაიგებ რა იყო ფარსი,
რომ ჩვენ სიყვარულს არ ედო ფასი..

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 231 | ავტორი: hit | Comments (0)

« 1 2 3 4 ... 8 9 »