სასიყვარულო პოეზია
REKLAM BANNER
მთავარი » სასიყვარულო, ლექსები
დაღლილი სულის ჩუმი ვედრება
მუდამ სიყვარულს რომ გევედრება
არაფრით არის გამორჩეული,
მხოლოდ შენა ხარ ჩემი რჩეული.
უიმედობა ყოფილა რთული,
თუ ოცნებებში ხარ გადართული,
მუქი ფიქრები და შენი სახე,
მე სიყვარული მიზნად ვისახე.
მე მოგიძღვენი სული და გული,
ნატვრა ფიქრებში არის დაგული,
ჩემი რჩეული მხოლოდ ერთია,
მასზე ძლიერი მხოლოდ ღმერთია

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 219 | ავტორი: hit | Comments (0)

მე შენ მიყვარხარ ვერ გეტყვი რატომ
მე შენ მიყვარხარ არ ვიცი რისთვის
მე შენ მიყვარხარ ძლიერ და მარტო
მე შენ მიყვარხარ რისთვის ან რატომი
ამ კითხვას ჩემს თავს ათასჯერ ვუსვამ
მაგრამ პასუხი დღემდე არა მაქვს
მე შენ მიყვარხარ ალბათ იმისთვის
რომ სიყვარულმა ასე დამჩაგრა
არვიცი ჩემზე საერთოდ ფიქრობ
ჩემზე ფიქრებით როდესმე გღვიძავს
ანდა როდესმე ატირებულხარ
იმისთვის რასაც მე შენთვის ვიზამ
მე კი ყოველდღე შენ მახსენდები
შენზე ფიქრებით იწყება დილა
გისურვებ ულევ ბედნიერებას
შენს ცხოვრებაში წყნარად და მშვიდად
ვიცი რომ ჩემი შენ ვერ გახდები
შენი ფიქრები სხვაგან დაჰქრიან
შენი გული კი სათივით ძგერს
და ფარულ ვნებებს ჩუმად აღვიძებს
ეს ის გრძნობა რომელიც შენზე
ძალიან არის შეყვარებული
ეს ის გრძნობა რომელიც მუდამ
შენი მზერით არს დატყვევებული
ეს

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 224 | ავტორი: hit | Comments (0)

1) თუ შენს თვალებზე ცრემლი გაბრწყინდა, და გული შენი მწარედ მწარედ ატირდა, თუ მეგობარი გვერდით დაგჭირდა მენდე ჩემს მეტი არავინ გინდა!!!

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 212 | ავტორი: hit | Comments (0)

***
გამეხარდა, რომ შენ გაგიცანი,
შენზე ფიქრში ხომ არც კი მეძინა,
ღამეს ვათევდი უძილო ღამეს,
მაგრამ ღამით ხომ შენში მეძინა...
მინდა გითხრა რომ ძლიერ მიყვარხა,
შენით ვცოცხლობ და შენით ვარსებობ..
და რომ დაგკარგო ჩემო სიცოცხლევ,
არც მე ვიცოცხლებ და ეს იცოდე...

***
ჩემი სიცოცხლის აზრი გიწოდე,
ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი...
სანამ მოვკვდები ჩემო სიცოცხლე,
ათასჯერ გეტყვი მიყვარხარ-მეთქი... <3

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 239 | ავტორი: hit | Comments (0)

რაღაც უცნაურად ჩამოთოვა
რაღაც უცნაურმა ზამთარმა,
საათმა წუთი გამოტოვა
სიცოცხლე უეცრად დამთავრდა.

ფიქრნი გონებაში შეკრებილან,
რაღაც უცნაური კითხვებით.
გული თავის კარში შეკეტილა
თავს ტვინი აწვალებს ფიქრებით.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 271 | ავტორი: hit | Comments (0)

ერთხელ ქალი დავინახე
მიმავალი ველად,
მის ეშხიან სილამაზეს
გზას უთმობდა ყველა,
ქალი ირმის აღნაგობის,
ქალი ირმის ხელა,
მხრებზე თმები გადმოეშვა
როგორც ცისარტყელა,
ქალო, იქნებ ღარიბ მგოსანს
გზები გამიკვალო,
მომასწავლო შენი ბინა,
სად ხარ,ვის უგალობ,
შენი ფეხით გალეწვინო
ჩემი გულის კალო,
შემოგევლოს ჩემი თავი
შენ ლამაზო ქალო..

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 232 | ავტორი: hit | Comments (0)

« 1 2 3 4 5 ... 8 9 »