სასიყვარულო პოეზია
REKLAM BANNER
მთავარი » 2012 » იანვარი » 22 » შემთხვევით დაიწყო...
5:26 AM
შემთხვევით დაიწყო...
ეს მოხდა მაშინ, როდესაც ყველაზე ლამაზი იყავი, ყველაზე ბედნიერი , ყველაზე უდარდელი,ყველაზე მხიარული...... ეს მოხდა ბავშობაში... ეს მოხდა გაზაფხულზე, როცა მზის სხივების სიმხურვალე იმდენად ძლიერია, რომ შენც გათბობს და სურვილი გიჩნდება სხვაც გაათბო... როცა ყველაფერი იღვიძებს და როცა უბრალოდ სიცოცხლე მშვენიერია....:))) შემთხვევით დაიწყო.... თამაშით დაიწყო.... სიცილით დაიწყო... თვალებით დაიწყო... მხოლოდ თვალებით+ თვალები ხომ ყოვლის მთქმელია... ლამაზი თვალები...თაფლისფერი, წყლიანი, ნაღვლიანი, ეშხიანი, გამომწვევი... აქ ხომ სიტყვები უბრალოდ ზედმეტია... როგორი მშვენიერი და როგორი ველური... როგორი მგრძნობიარე და როგორი უგრძნობი.... უთქვამთ, თვალები ყოვლისმთქმელიაო... თურმე ცდებიან... ზოგჯერ თვალებიც იტყუებიან... თვალები გულის სარკეაო, გულის ანარეკლიაო... ესეც არ ყოფილა მართალი... სიყვარული ბედნიერებას მოგიტანსო... სისულელეა...:((( შემთხვევით დამთავრდა..... ის, რაც დაიწო შემთხვევით..... ან სულაც არ დაწყებულა... უბრალოდ თვალებმა შეგაცდინეს თაფლისფერმა, ლამაზმა, ნაღვლიანმა, მშვენიერმა და თანაც საზიზღარმა... არ დაუჯეროთ თაფლისფერ თვალებს... დაიჯერეთ იმის, რომ შემთხვევით დაწყებული სიყვარული დამთავრდება უბრალოდ შემთხვევით... და აღარასდროს განმეორდება....... nbsp;
მამამ ცუდ დროს შეუსწრო შვილს (VIDEO)
loading...
კატეგორია: სასიყვარულო, ჩანახატები | ნანახია: 290 | დაამატა: hit | ტეგები: შემთხვევით დაიწყო... | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]