სასიყვარულო პოეზია
REKLAM BANNER
მთავარი » 2012 » იანვარი » 22 » შენს შვილს დაარქვი ჩემი სახელი..
5:27 AM
შენს შვილს დაარქვი ჩემი სახელი..
გუშინ გავიგე სხვაში გამცვალე
სახე გიბრწყინავს, ხარ ბედნიერი
ისიც გავიგე რომ გიფიქრია
ოჯახის შექმნა კანონიერი
დღეს მე თვალები ცრემლით მევსება
გული ვერ იტევს ამდენ სინანულს
სულ დაიფერფლა და სადღაც გაქრა
ბოლო მოეღო ამ ჩემს სიყვარულს
ქუჩაში გნახავ თვალს აგარიდებ
შენ არ გეგონოს ჯავრი ვიყარო
არა უბრალოდ ვშიშობ
მეორედ არ შეგიყვარო
მე უკვე ვიცი და კიდეც მჯერა
რომ აღარა ხარ ჩემი მნახველი
მაგრამ მას გთხოვ ყველაზე მეტად
შენს შვილს დაარქვი ჩემი სახელი
როცა პატარა გზაში შემხვდება
შავი თვალებით უმალვე ვიცნობ
შუბლზე ვაკოცებ და ასე ვეტყვი
შენს დედიკოზე მე დღესაც ვფიქრობ... nbsp;
მამამ ცუდ დროს შეუსწრო შვილს (VIDEO)
loading...
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 294 | დაამატა: hit | ტეგები: შენს შვილს დაარქვი ჩემი სახელი.. | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1

ai dzaaan dzaaan magari leqsiaaaaaaSpam
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]