სასიყვარულო პოეზია
REKLAM BANNER
მთავარი » 2012 » იანვარი » 22 » -ტირი???
5:04 AM
-ტირი???
-ტირი?
-არა
-აბა რატომ ითვლის შნი ბაგე ყოველ წმინდა ცრემლს?
-არა ეს წვიმამ მომისწრო გზაზე, წვიმა ეამბორა ჩემს ბაგეს.
-წამწამები რომ ნამიანი გაქვს?
-თავი ავწიე და ცამ ჩამხედა თვალებში.
-თვალები რომ ნისლიანი გაქვს?
-ეს ამინდის ბრალია.
-ცივი ხარ
-სითბო მაკლია
-კანკალებ
-მარტო ვარ
-ტირიხარ?
-არა ეს აბეზარი წვიმაა, რომელმაც ჩემი გათბობა სცადა, რომელმაც დამასველა და თითქოს მომეხვია სურდა გულში შესულიყო, მაგრამ დაკეტილი დახვდა კარი
-იქ ვინმეა?
-კი არის, ვინამაც სითბო მომაკლო, ვინამაც მარტო დამტოვა
-ვინამაც ბაგე დანამა?
-არა ეს წვიმაა, ოხ თავხედი წვიმა
-და რატომ წავიდა?
-სიყვარული არ იცის
-და რატომ არ ასწავლე?
-თუ ვასწავლიდი მიხვდებოდა თუ რა იყო წმინდა სიყვარული, მიხვდებოდა თუ როგორ მეყვარებოდა, რა იყო ჩემთვის და სწორედ ამ სიყვარულს წამართმევდა და სხვა აჩუქებდა
-იქნებ და შეენახა?
-არა მას ეს არ შეეძლო, არ შეეძლო ისეთივე თვალებით შემოეხედა, როგორიტაც მე ვუცქერდი. არ შეეძლო გესმის, არ შეეძლო სიყვარული
-და ტირი?
-არა ეს წვიმამ ისურვა ჩემი დაპყრობა
-და გიყვარს?
-მძულს მეზიზღება, სიძულვილით მიყვარს და ზიზღით მსურს მინდა, ჰაერი მჭირდება, მჭირდება, რომ ვისუნთქო, მჭირდება რომ ვიარსებო, გესმის? სიძულვილით მიყვარს
-სამუდამოდ დაგტოვა?
-სამუდამოდ
-აღარ დაბრუნდება? იქნებ გვიან მიხვდეს და ინანოს
-სინანული გვიანია ის წარსულს არ დააბრუნებს
-იქნებ სხვამ ასწავლოს სიყვარული და შენ გაჩუქოს
-სხვის უბედურებაზე ჩემს ბედნიერებას ვერ ვიზეიმებ, არ შემიძლია, ვერ ვიქნები ბედნიერი
-გიყვარს?
კი, მიყვარს, ცამდე და მის მაღლა
-და მაინც, ტირი?
-ვტირი
-ჩემტან გინდა მარადჟამს?
-მინდა
-წამოდი, ხელო მომკიდე
-დამელოდე, მოვდივარ ღმერთო nbsp;
მამამ ცუდ დროს შეუსწრო შვილს (VIDEO)
loading...
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 267 | დაამატა: hit | ტეგები: წვიმა ეამბორა ჩემს ბაგეს. -წამწამებ, -ტირი???-ტირი? -არა -აბა რატომ ითვლ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]